|
2018-12-05 16:46:27, 1305 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ტურიზმის სექტორის გამოწვევები“ ჩატარდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, დედაქალაქში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „ტურიზმი პრიორიტეტული სექტორია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თბილისისთვის. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით და ყველა, მათ შორის, მომსახურების მიმართულებით, მზად უნდა ვიყოთ. თქვენი დახმარებისა და ჩართულობის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი გეგმების განხორციელება ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, ველოდებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაქვთ. ძალიან პატარა ნაბიჯი, რომელიც უკვე გადავდგით, თბილისობის თარიღის დაფიქსირებაა, რათა ქალაქში მეტი ტურისტის მოზიდვა შევძლოთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. შეხვედრის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ პრეზენტაცია გამართა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მომავალი წლისთვის, ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი განცხადებით, ქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „გვინდა, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქისთვის, პრიორიტეტულია. შეხვედრის მონაწილეებს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა აქტივობებს ვაპირებთ 2019 წელს და მის შემდგომ. მათაც მოგვაწოდეს თავიანთი მოსაზრებები, რომელთაც სამომავალოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ. განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხიც, რომელთა მოგვარებაში კერძო სექტორსა და სხვადასხვა ასოციაციას აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. სამუშაო შეხვედრა ტურიზმის პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, წინადადებებისა და იდეების ინიცირება მოხდა, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)