|
2018-12-05 14:09:07, 1735 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ გადახდის ახალ სისტემას QR PAY-ის ნერგავს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ის ნერგავს. QR PAY წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. იმისთვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ის გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ „საქართველოს ბანკში“ მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს, ეროვნულ ვალუტაში. მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს „საქართველოს ბანკის“ მობილ ბანკით და ფლობს „საქართველოს ბანკის“ აქტიურ სადებიუტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express) QR PAY-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისთვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბანკის“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშია QR PAY-ით გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა კი ყოველწლიურად გაიზრდება.
„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით, ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითარო საკუთარი ბიზნესი“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ. მომხმარებლის წახალისების მიზნით „საქართველოს ბანკი“ QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-ით შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2 კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-ით პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ის მანიშნებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრებს: გათამაშებასთან დაკავშირებით: 032444 444; QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახური: 032 444 490, ან მიმართონ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრს.
(R)
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)