17:06 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 12:50:33, 843 ნახვა

საზოგადოება
ENPARD -ის სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის მორიგ  შეხვედრას დაესწრო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ნოდარ კერესელიძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გაერთიანების და ექსტენციის სისტემის მოდიფიკაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მერძევეობის და მეღვინეობის სექტორში კოოპერაციული მეურნეობების განვითარების საკითხებსა და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე.

ENPARD მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მიღწევებს და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია რამდენიმე ახალი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების დარგში კრისტინა კასელა, ასევე,  გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი  179.5 მილიონ ევროს (2013-2022) შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics