2018-11-30 14:20:38, 753 ნახვა
საზოგადოება
იზორია: ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული
„ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა.
„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი - ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
(NS)
ავტორი: ,