|
2018-11-30 11:34:17, 718 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი Newon იმართება
თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ ჩატარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ესწრებოდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ. ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლებიესწრებიან. „ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს - ღამის ეკონომიკის მერებს და მენეჯერებს. რამდენიმე თვეა სტრატეგიულ დოკუმენტზევმუშაობთდა პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე გავლილი აქვთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც დღეს ჩვენ გავდივართ. ღამის ეკონომიკა ყველაზე ხელშესახები უნდა იყოს თბილისის მცხოვრებლებისთვის. უკვე დავნიშნეთ „ღამის ავტობუსი“, რომლითაც დედაქალაქში დასაქმებული მოქალაქეები სარგებლობენ. თბილისს ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, ასევე, კრეატიული ინდუსტრიის ჩართულობა საკლუბო ცხოვრების განვითარების პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული უბნის შინაარსობრივი კომპონენტიც გამოვიკვლიოთ, რისთვისაც მასშტაბური შიდა კვლევის ჩატარება იგეგმება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში,ასევე, პირველად ტარდებაფესტივალი - Newon, რომელიცქართველი არისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალისლოკაციაახლადაღდგენილი ინდუსტრიული არტ ჰაბი ELEKTROWERK-ია. „ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს გააზრებული სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება. გარკვეული საკითხები უკვე გვაქვს შემუშავებული და გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილოთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ღამის ეკონომიკა, რათა დისკუსიების, საუბრების, შეხვედრების შემდეგ, კონკრეტული ნაბიჯებიგადავდგათ.ფორუმი და ფესტივალი ორი დღის განმავლობაში ჩატარდება, რომლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობა იყოს“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ მიზანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქის დაგეგმარებისა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე ფართო დიალოგის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარდგენა, ასევე, ქალაქში აქამდე უცნობი ადგილების გამოცოცხლებისთვის და გააქტიურებისთვის სხვადასხვა გზების მოძიებაა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ერთად, სტუმრებსთავიანთ სფეროში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)