|
2018-11-27 12:49:17, 1000 ნახვა
საზოგადოება
ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს
ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გემ „ალიჯან კარტალი“-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებთან შეხვედრა გაიმართება. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან მხარეები, რომლებიც გემის ქართველი მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე. „გემი „ალიჯან კარტალი“ სხვადასხვა პრობლემების გამო 2018 წლის ივლისიდან დღემდე ბათუმის ნავსადგურში დგას. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვეების განმავლობაში არ უხდიდა სახელფასო დავალიანებას ეკიპაჟის წევრებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პირველივე დღეებიდან აქტიურ მონაწლეობას იღებს მეზღვაურთა სახელფასო დავალიანების საკითხის მოგვარების პროცესში. გემთმფლობელთან მოლაპარაკებებში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა.რ. მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები. ჩართული მხარეების აქტიურობის შედეგად 26 ნოემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება და გემის მფლობელი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს. მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირისა (ITF) და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდა ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება მათ სამშობლოში“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)