14:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 18:02:09, 1604 ნახვა

საზოგადოება
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ შესაძლოა, სკოლებში დაბრუნდეს

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედაენა" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, ,,დედაენა", რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით.

,,დედაენა" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი როგორც ნომინაციის - ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.

საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად - მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას, პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებასა და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც ,,დედაენა" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics