|
2018-11-26 16:15:40, 944 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ახალი ლაბორატორიის შენობა გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია. ლაბორატორიის ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის „ISO/IEC 17025“ შესაბამისად. “ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის ლაბორატორია, რათა ამოცანები რაც სამინისტროს გააჩნია გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით განხორციელდეს. ლაბორატორიაში დანერგილია ატმოსფერული ჰაერის, ნალექის, მიწისქვეშა წყლების, ზედაპირული და ჩამდინარე წყლების, ასევე ნიადაგის სინჯების ანალიზები. ხორციელდება 300-ზე მეტი პარამეტრის განსაზღვრა. ლაბორატორიაში იგეგმება უახლესი მეთოდების დანერგვა სხვადსხვა მიმართულებებით: მაგალითად, ატმოსფერულ ჰაერში ევროკავშირის დირექტივით დადგენილი კომპონენტების განსაზღვრა. დასახული ამოცანების განხორციელება ხელს შეწყობს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის სრულყოფილ შეფასებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება გარემოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გახსნის ღონისძიებას საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროს გაფართოების მიზნით, ლაბორატორიაში უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით გათვალისწინებული ახალი პარამეტრების განსაზღვრას. დაინერგება შესაფუთი მასალის ანალიზი, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემადგენლობის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განსაზღვრა. ასევე, ტყვიისა და გოგირდის შემცველობების აზბესტის ბოჭკოების იდენტიფიცირების მიზნით მთელი რიგი კვლევები განხორციელდება. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მყარი და თხევადი ნარჩენების სახიფათოობის დადგენა, შესაფუთი მასალების ხარისხის კვლევები. შეიქმნება ასევე მონაცემთა ბაზა აზბესტშემცველი მასალების შესახებ, ჩატარდება წყლის, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის სრულფასოვანი კვლევები. უახლოეს მომავალში ლაბორატორიას „ევროკავშირის პროექტის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში, ულტრათანამედროვე ტიპის მოწყობილობები გადმოეცემა, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს წყლის ჩარჩო დირექტივით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)