13:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 20:14:10, 1253 ნახვა

საზოგადოება
ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა - რეგისტრაცია 25 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე გადასატან ყუთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართონ.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.

რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი  ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ“, - აცხადებს ანა მიქელაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics