2018-11-23 13:54:06, 1063 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: დიდმოწამე გიორგის განსხვავებული ადგილი და როლი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის დღესასწაული მრევლს სამების სამების საკათედრო ტაძრის ამბრიონიდან მოულოცა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
პრემიერმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ქართველ ერს წინსვლა და გაერთიანება უსურვა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის განსხვავებული ადგილი და როლი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა, ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ბახტაძემ.
ავტორი: ,