13:03 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 13:46:19, 932 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები ადგილზევე შეძლებენ

21 ნოემბერს, თბილისის იუსტიცის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამართეს.

იუსტიციის სახლი კვლავ განაგრძობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დანერგვას, რაც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ამარტივებს მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგება  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  კომპანიების მომსახურებები. პროექტში იუსტიციის სახლთან ერთად ჩართულია სემეკი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზების მიზნით, სემეკმა უზრუნველყო   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანიის (თელასი, ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი)  პროექტში ჩართულობა.     

პროექტის ფარგლებში, პირველი სერვისი -აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა - იუსტიციის სახლში 21 ნოემბრიდან დაინერგება. სერვისი გულისხმობს აბონენტის სწორი მონაცემების ასახვას კომუნალური გადასახადების ქვითარში.

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დაზოგოს დრო, ხარჯები და  ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 7 სხვადასხვა კომპანიას (თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი) ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით.

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს.  კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები 21 ნოემბრიდან იუსტიციის სახლის ოცივე ფილიალში შეძლებენ.

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics