|
2018-11-21 10:50:57, 1079 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ სავალუტო ტრანზაქციების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა „Global Finance" „თიბისი ბანკი“ 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად აღიარა საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების მიმართულებით. ჯილდო ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, მომხმარებლების კმაყოფილების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის მიიღო. „ჩვენთვის დიდი პატივია „Global Finance"-ის პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძალისხმევას, საუკეთესო ფინანსური მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს და ამავე დროს, მაქსიმალურად იზრუნოს მათ კმაყოფილებაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხაზინისა და ფინანსური სერვისების გუნდს თავდაუზოგავი მუშაობისთვის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)