2018-11-21 09:19:31, 1114 ნახვა
საზოგადოება
ხობში აფეთქების დროს დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა
ხობის რაიონში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული პირი, გვიან ღამით გარდაიცვალა.
როგორც დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, გარდაცვლილი 66 წლის ქალია.
მისივე თქმით, მას სხეულის 85%-ს დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებოდა.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, დამწვრობის ცენტრში ამ დროისთვის კიდევ სამი პაციანტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი 9 წლის გოგოა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ხობში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ,