13:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 17:26:48, 1497 ნახვა

საზოგადოება
შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლაინების დახაზვა დაიწყო

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლაინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა, რაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ბასლაინების ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონეფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რაც შეეხება რეაბილიტირებულ მონაკვეთს, მასზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. 

დასავლელი სპეციალისტების შეთავაზებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემების შედგენისას პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულგადაადგილებას მიენიჭა. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ავტომობილების პარკირების ადგილების 238-დან 170-მდე შემცირება გამოიწვია. ევროპელი ექსპერტების შეფასებით, სანაცვლოდ, თბილისის მერიასშესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად და კომფორტულად მოემსახუროს იმ 150 000 მგზავრს, რომელიც კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება.  

ბასლაინების დახაზვის შემდეგ, 21 ნოემბრიდან ჩვეულ მარშრუტებს უბრუნდებიან ავტობუსები N51 და N91, ასევე, მიკროავტობუსები 145 და 202. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მიმართულებით კვლავ კოსტავას ქუჩით იმოძრავებენ. შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ბასლეინების დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics