12:12 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-18 11:00:59, 1639 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ევროპელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირების საკითხებზე" სპეციალური მომზადება გაიარეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ევროპელი და ადგილობრივი კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ოცმა თანამშრომელმა ხუთი დღის განმავლობაში  თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული კურსიც გაიარა.
 თეორიული კურსის დროს ტრენინგზე  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ესკორტირების დაგეგმვის და განხორციელების სტანდარტების კუთხით განიხილეს, ასევე, მიმოიხილეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირებისას წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხები,  უსაფრთხოების შემოწმება, იძულებითი ღონისძიების  გამოყენების მეთოდები, ფრენის ეკიპაჟთან კომუნიკაცია, სამართლებრივი ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ტრენინგის  პრაქტიკული ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ღია ტერიტორიაზე ჩატარდა.

სწავლების დასასრულს ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics