23:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 18:32:15, 2121 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის  (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.

„კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და მოითხოვეს ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ცესკოს 2018 წლის 14 ნოემბრის №53/2018დადგენილება) ბათილობა.

პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics