|
2018-11-13 10:44:25, 872 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მდებარე კ. ვოლკერის სახელობის კლინიკა სამედიცინო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს
ბათუმში მდებარე ახლადგახსნილი „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო საკონსულტაციო დღეებზე იწვევს. ⚕️კონსულტაციებს ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეული სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი შვარცი. უფასო კონსულტაციები ჩაუტარდებათ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო: • თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდეგ; • ხერხემლის ტრამვით გამოწვეული მოძრაობის შეზღუდვით; • თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობით/დაზიანებით; • კიდურების ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობით; • ორთოპედიული და სხვა ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობებით; • ბავშვებს ცერებრული დამბლით; • სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს. • პაციენტები, ასევე, შეირჩევიან სპასტიურობის ბოტულინის ტოქსინით (დისსპორტი,ბოტოქსი) თერაპიისათვის. მიღების დღეები და საათები: 19 - 20 ნოემბერი, 10:00 – 18:00 საათამდე; 21 ნოემბერი 10:00-დან 14:00 საათამდე. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N8 (ყოფილი გოგებაშვილის ქ. N 40) კონსულტაციაზე ჩაწერა წარმოებს წინასწარ: 12-16 ნოემბერს ტელეფონზე : 591 44 17 88
↘️ უფასო კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა აღნიშნულ კლინიკაში. „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში გაიხსნა 12 ოქტომბერს USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით.
(NS)
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)