|
2018-11-12 17:40:21, 1112 ნახვა
საზოგადოება
75 000-ზე მეტი შშმ პირი 2019 წლიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება დღეს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა. „ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 2019 წლის პირველი იანვრიდან II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართულობის გასაძლიერებლად. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი. საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის, დასაქმების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის აუცილებლობას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)