09:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 16:24:45, 1371 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს: თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე

„შენ თუ ადამიანობის ერთი პროცენტი გაქვს შერჩენილი, მე შვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გაქვს კაცობა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დედამ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს.

მედიკო მარგოშვილმა გოგაშვილის დასჯა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. 

„რის გულისთვის, არაფრის გულისთვის წამართვი თემირლანი. თემირლანი შენი ნიკოლოზივით განებივრებული არ იყო. თემირლანი ალალ-მართალი, პატიოსანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო, რას ერჩოდი, რის გულისთვის წამართვი, ერთადერთი განუმეორებელი შვილი. ნუთუ სინდისი არ გყოფნის, რომ ჩამოხვიდე და აღიარო შენი არაადამიანობა, შენი დანაშაული“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მედიკო მარგოშვილის თქმით, სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს.

„შენ ვიცი, რომ გაქცევას აპირებ. ამერიკაში კი არა ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს, შენს სინდისზეა ჩემი შვილის მკვლელობა. შენ, არაადამიანო, მეც მიყვარდა, როგორც შენ გიყვარს შენი ნიკოლოზი“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics