|
2018-11-12 13:05:58, 1390 ნახვა
საზოგადოება
38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერს განცხადებით მიმართავს
38 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით მიმართავს. როგორც NGO-ების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მხარს უჭერენ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში იმ ჯგუფის გააქტიურებას ვემსახურებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩებიან და არ მონაწილეობენ მნიშვნელოვან მოვლენებსა, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. თითოეული ჩვენი აქტივობა მიმართულია ახალგაზრდების მოტივირების, მათი უნარების რეალიზებისა და რესურსების ათვისებისკენ. ეს უკანასკნელი გვაფიქრებინებს, რომ ინიციატივა, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავეცანით, ხორცშესხმის შემთხვევაში პროდუქტიული იქნება. მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მთავრობის საქმიანობაში, ხანმოკლე პერსპექტივაში პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც ქვეყნისთვის, ისე მასში მცხოვრები ახალგაზრდული სეგმენტისთვის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ ინიციატივის გარშემო და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქმეში, რომლის შედეგსაც საზოგადოება აუცილებლად იხილავს. მხარს ვუჭერთ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას და ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა უპასუხოდ და შეუმჩნევლად რამდენიმე მიზეზის გამო არ უნდა დარჩეს. პირველ რიგში, ეს არის საშუალება, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე ნაკლებად ინტერესდება პოლიტიკური აქტივობებით, მივცეთ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩაერთოს და შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში. გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობით შევუერთდებით იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც წარმატებით მუშაობს და ბოლოს, ავითვისებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც შესაძლოა მომავალში უკვალოდ გაქრეს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ არსებობს გარკვეული ბარიერი კომუნიკაციის პროცესში, ამიტომაც მრჩეველთა საბჭო იკისრებს მედიატორის როლს მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. აღნიშნულ საქმეში კი, პასუხისმგებლობას ჩვენც გავინაწილებთ, რადგან გამოვთქვამთ მზაობას, არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ ინიციატივას, არამედ აქტიურად ჩავერთოთ საბჭოს საქმიანობაში. კიდევ ერთხელ, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ინიციატივა უმოკლეს დროში განხორციელდება", - აღნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია; ეკოხედვა; ახალგაზრდა მეცნიერები; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი (USACA); კავკასიის სამართლის აკადემია; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები; ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია; ახალგაზრდული გაერთიანება; ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი; პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია; გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისათვის; გარემოს გამწვანების ახალგაზრდული ცენტრი; ახალგაზრდები ცვლილებებისათვის; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება; დუშეთის ადგილობრივი თემთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა; საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირი; განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემია; საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი; სამეცნიერო მისია; მშვიდობიანი საქართველო; საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი; ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია; ლიდერთა ლიგა; ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი-სენაკი; სტეპი; უსაზღვრო შესაძლებლობები; ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო; ახალგაზრდები საზოგადოებრივი განვითარებისთვის; ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის; მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაცია; ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისთვის; ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია; ეკო მოლაშქრეები; საქართველოს აქტიური ახალგაზრდების ასოციაცია; ევროკლუბ.
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)