2018-11-10 22:21:11, 1779 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძის და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის მანანა ლობჟანიძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის და მისი დედის, მარინა ბრეგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ორივე პაციენტი კლინიკას რამდენიმე საათში დათოვებს.
"ქალბატონი მოყვანილი იყო სასწრაფოს მიერ აქციიდან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ჩაუტარდა სათანადო კვლევები და დაახლოებით ერთ საათში პაციენტი გაეწერება ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ზაზა სარალიძის მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, ჩაუტარდა კვლევები და ისიც რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ნერვიულობის შედეგად შაქრის დონე არის აწეული, ის არის დიაბეტიკი და მისთვის ეს მაჩვენებლები საგანგაშო არ არის. ორივე პაციენტი ბინაზე გაეწერება“,-განაცხადა ექიმმა.
ავტორი: ,