11:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 16:04:44, 1936 ნახვა

სამართალი
გახარია ფოთში მომხდარ ფაქტზე - პოლიციელი მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად

 „მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად  შეგვტკივა გული ვიდრე თქვენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დასაფასებელია, რომ „პოლიციელს არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე  სახელმწიფო ყველა სახის ზრუნვას გაწევს. ყველა სხვა  პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი ეს სიმართლე იქნება დადგენილი ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით რა ზომითაც ის იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა მოქალაქეს ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე წაასწრეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელი პირის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics