|
2018-11-10 14:32:53, 1140 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლების მანძილზე გაწეულ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ახორციელებს. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს და ელჩს ორი უწყების - გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანების შედეგად მიღწეული შედეგები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და სოფლად შინამეურნეობების განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ფერმერებისთვის მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" (ENPARD) მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის იღებს. მინისტრმა ევრო კავშირის წარმომადგენლობას წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)