08:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 11:23:59, 1109 ნახვა

საზოგადოება
თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 500 კვ. მეტრ ფართობზე ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, დაახლოებით, 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როუდ სოლუშენი“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარია გამოყოფილი.

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ასევე, პატარა ტბის მიმდებარე ქუჩების - ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, გულისაშვილის, მარჯანიშვილისა და ბარათაშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა.

მომავალ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics