|
2018-11-10 10:33:08, 1775 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილმა ევროსაბჭოს დელეგაციას არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების შეფასება. ნათია მეზვრიშვილი სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე საპოლიციო რეაგირების შესახებ ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს არჩევნების დროს მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების და პასუხისგებაში მიცემული პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მონაწილეებს ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროს მიერ არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო. მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიღწევები, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით. ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს, ასევე, გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)