22:56 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 10:01:36, 1356 ნახვა

საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics