10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 20:25:38, 1800 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მერაბ მორჩაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ დაიყოლია მ.კ., სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და უთხრა, რომ თუკი მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს დანაშაულში არ ამხელდა, ეს მისთვის  კარგი იქნებოდა, რადგან სახელს და  მეგობრებს შეინარჩუნებდა. მ.მ.-მ უთხრა მ.კ.-ს,  რომ  მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თუ ჩვენების შეცვლისთვის დააკავებდნენ, იგი მედიისა და საზოგადოების ფართო და გავლენიანი პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. მ.მ. ასევე დაჰპირდა მ.კ.-ს, რომ დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა.

სამართალდამცავებმა მ.მ. ქ. თბილისში  2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics