08:40 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 19:44:01, 991 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეთორმეტე სხდომა გამართა

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის მეთორმეტე სხდომა გამართა.

რიგით მეთორმეტე სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიამ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მთავარი პროკურატურისა და შსს-ოს ანგარიში მოისმინა, ცესკო-ს წარმომადგენლისაგან კი, ინფორმაცია მიიღო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხზეც. თეა წულუკიანის თქმით, ცესკო მონაცემთა ბაზას სერვისების განვითარების სააგენტოდან 12 ნოემბერს გაითხოვს, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულწლოვნები ხდებიან მეორე ტურის წინ ან რომლებიც იცვლიან რეგისტრაციის ადგილს, მათ შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისას მოხდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა კეთდება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე ასვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმისათვის, რომ მათ შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საკონსულოებსა და საელჩოებში 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,. მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ, რეალობას არ შეესაბამება.

 უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 2 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 სექტემბრიდან − არანაკლებ კვირაში ერთხელ იკრიბება. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობდა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 აწლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics