2018-11-08 18:10:04, 1406 ნახვა
საზოგადოება
ენმ-ის მხარდამჭერი სალომე ზურაბიშვილს: აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვინ დაიწყო [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩასული სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
ლანა ღვინჯილიამ პრეზიდენტობის კანდიდატს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა.
"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვინ დაიწყო და ვისი ბრალია", - მიმართა ღვინჯილიამ ზურაბიშვილს. ამ კომენტარს პრეზიდენტობის კანდიდატმა ასე უპასუხა: "მე აქ ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი და ახლა განცხადებების დრო არ არის".
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ,