07:49 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 16:51:23, 1110 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე მიქაბაძე: პენსიების ზრდა 400 ლარამდე, პრაქტიკულად შეუძლებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ 400-ლარამდე პენსიის გაზრდის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირებას ეხმაურება. 

როგორც მიქაბაძემ აღნიშნა, პენსიის 400 ლარამდე გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია. 

„პენსიების ზრდა 400 ლარამდე ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით  მილიარდ ცხრაას მილიონი ლარის მობილიზებას, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საერთოდ, რომ აღარ გადაუხადოს სახელმწიფომ ხელფასი ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, პოლიციას და სხვა ნებისმიერ მოხელეს, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაშიც კი თანხა, რომლის მობილიზება არის შესაძლებელი, 880 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება, რაც საგრძნობლად ნაკლებია 1,9 მილიარდ ლარზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აქვს დაანონსებული და ბიუჯეტში გათვალისწინებული საბაზისო პენსიების ზრდა 20 -20  ლარით 2019 - 2020 წლებში. მეტიც, მისი თქმით, მომდევნო წლებში საბაზისო პენსიის ზრდა შესაბამის კანონშია გაწერილი, რაც მისი მუდმივი ზრდის გარანტიას ქმნის. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics