|
2018-11-06 13:57:31, 1568 ნახვა
სამართალი
გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, დამამძიმებელი გარემოება ხდება
ოჯახურ დანაშაულზე სანქციების გამკაცრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით კანონპროექტი მომზადდა, რომელიც დღეს პარლანეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მე-3 მოსმენით განიხილეს. შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ის ვინც დაარღვევს შემაკავებელ და დამცავ ორდერს, დღეს მოქმედი კანონით, ადმინისტრაციული პაუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, ვინც შემაკავებელ ან დამცავ ორდერს დაარღვევს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, ვინც ოჯახში ძალადობას ჩაიდენს, უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე დღეს ისჯებოდა. 2 წლამდე იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადა. ასევე, ვინც განმეორებით ჩაიდენს ოჯახში დანაშაულს და წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი დაეკისრება საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენას, მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება და ფემიციდთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საუბრები მიმდინარეობდა დამამძიმებელ გარემოებად გატანაზე და ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ეს კანონპროექტი ამ საკითხსაც აგვარებს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)