23:59 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 16:22:38, 1413 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: ნინოშვილის ქუჩაზე სპორტული და დასასვენებელი სივრცე აუცილებლად მოეწყობა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია „m კვადრატის“ მიერ მერიაში წარმოდგენილი პროექტი ჯერჯერობით განხილული არ არის და დედაქალაქის მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.

როგორც ხმალაძემ განმარტა, საქმე ეხება, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას და მეორე მხრივ, ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებთა სამართლიან მოთხოვნას - გამწვანდეს და კეთილმოეწყოს ტერიტორია.

"მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ ინერვიულებთ. ყველა იმ გარემოებას, რაც თქვენ გაღელვებთ, მერია ითვალისწინებს და მომავალშიც აუცილებლად გაითვალისწინებს. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული ნაკვეთი არის ის სივრცე, სადაც აუცილებლად მოეწყობა სპორტული და დასასვენებელი ფუნქციის რეკრეაციული სივრცე. ამის გარეშე, მერიისგან არაფრის ნებართვა გაიცემა.

ამ არეალში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას არ დაუშვებთ. თუ ვინმე საპირისპიროს ამბობს, ეს არის დიდი ტყუილი და ამ პერიოდში მოსახლეობის პროტესტის პროვოცირება.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე შეიძლება მსჯელობა. განვითარების საპირწონედ კი, განხორციელდება ყოფილი დეველოპერული კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 4000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება, რომლებიც წლებია, უსახლკაროდ არიან დარჩენილები. კიდევ ერთხელ მივმართავ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ამ მიწაზე აუცილებლად განხორციელდება სპორტული მოედნების, სკვერის და სხვა რეკრეაციული დანიშნულების სივრცეების მოწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობა კომპანია „m კვადრატის“ მიერ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობას ითხოვს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics