|
2018-11-02 18:17:11, 2108 ნახვა
კომენტარი
მენაბდე კობახიძის განცხადებაზე - სახიფათო ტენდენციაა, როდესაც კონსტიტუციური ორგანოს დასუსტებას ცდილობენ
ეს არის სახიფათო ტენდენცია, რომელმაც განვითარების უმაღლეს მწვერვალს ამ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების „ჩარჩოში მოქცევას“ ეხება. როგორც მენაბდემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იმის გამო, რომ მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვა მიუღებელია, ცდილობენ, ეს ორგანო დაასუსტონ. „მე ვფიქრობ, რომ სახიფათო ტენდენციაა, რასაც ვხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დამოკიდებულებაში. ეს არ არის პირველი და მხოლოდ ამ ხელისუფლების მიერ გაწეული შემთხვევა, თუმცა ამან თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს, სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვა მიუღებელია მათთვის, ისინი ცდილობენ ამ კონსტიტუციური ორგანოს დასუსტებას. ეს არ არის ახალი სტრატეგია, ამას სხვებიც მიმართავდნენ ხოლმე პერიოდულად, სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად უნგრეთში, პოლონეთში, როდესაც არადემოკრატიული რეჟიმები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი დარტყმის ობიექტი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო იყო“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეძლებს მმართველი გუნდი საკონსტიტუცი სასამართლოს „ჩარჩოში მოქცევას“, მენაბდემ აღნიშნა, რომ მათთვის ყველაზე საიმედო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა იქნება. „შეუძლია კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება, შეუძლია კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილება, თუმცა მათთვის ყველაზე საიმედო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაა“, - აღნიშნა მენაბდემ. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოში მოაქცევს. "გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. გვქონდა საუბარი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად დავიწყებთ ძალიან კონკრეტული სახით მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ამ სფეროს რეგლამენტაციას და ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რა სფეროსაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოტიკული პოლიტიკა. ესეც პრინციპული გადაწყვეტილებაა და უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. მიმართულება არის ნარკოტიკების ჩარჩოში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოქცევა. როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ეს ტექნიკის საქმეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)