|
2018-10-29 13:30:50, 9651 ნახვა
მსოფლიო
კოსაჩოვი: რუსეთი საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში, მოქმედი ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია უპირისპირდება. „საქართველოს სახელმწიფო მოწყობის გათვალისწინებით, ფორმალურად პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნია. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად. ამ შემთხვევაში, მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი ხელისუფლება და წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული ოპოზიცია დაუპირისპირდებიან“, - განაცხადა კოსაჩოვმა. მანვე დასძინა, რომ საქართველოში პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს. „არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ეს უფლება იქნება ყველაზე მოთხოვნადი ერთ-ერთ ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, რომელიც ახლა ქვეყნიდან გაქცეულია. თუმცა, მომავალში საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, ვინაიდან საუბარია მეზობელ ქვეყანაზე, რომლის ხალხის მიმართაც რუსეთის მოსახლეობა ძალიან თბილად არის განწყობილი“, - აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)