22:45 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 21:40:09, 247 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი

განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.  თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა. 

პროგრამის შესახებ:

ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.

ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს:

  • როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში
  • ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე

მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.

როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?

სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ:

  • აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე
  • აპლიკაციების გადარჩევა. პირველ  ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის  აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი  გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“.
  • გასაუბრება. შემდეგ  ეტაპზე გადასვლა  ნიშნავს, რომ აპლიკანტის  მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს  ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“.
  • თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია?

თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ  შეავსოთ განაცხადი.

საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი  ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics