07:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 20:54:35, 1105 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო

სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

„როგორც ჩანს გუშინდელი ჩვენი განცხადებები და შესაბამისი მინიშნებები ე.წ. ”ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვერ ან არ გაიგეს და დღესაც იგივე პათოსით აგრძელებენ განცხადებების კეთებას. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ:

1. საუბარია არშემდგარ სასამართლო პროცესზე - სარჩელი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დრომდე წარმოებაშიც კი არ მიუღია.

2. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

3. რუსეთის მხარემ თავის დროზე წარადგინა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის მაშინდელი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოფიციალური პირების გამონათქვამებიც. თუმცა, ჩვენ კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსული მხარის მიერ წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას და არგუმენტს საფუძველი არ გააჩნდა.

4. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი „ევროპული საქართველოს“ სახით, წინასაარჩევო მიზნებისთვის, რუსულ ლოგიკას ეთანხმება ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენის საფუძველთან დაკავშირებით.

მივმართავთ მათ, სანამ აგვისტოს ომის თემაზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20% ოკუპირებული; რატომ არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები; რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტში წერია:

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა”. ამ ყველაფრის ფონზე, ნაციონალური მოძრაობას და მის სხვადასხვა განშტოებებს აქვთ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება სწორად შეაფასებს მოვლენებს და 28 ოქტომბერს ის მიიღებს გადაწყვეტილებას პროდასავლური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics