|
2018-10-23 18:11:47, 1055 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა
კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება კულტურის საბჭო, რომელიც კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას დაიწყებს. „ვაგრძელებ თემატურ შეხვედრებს იმის მიხედვით, რა იქნება მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტები. დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ეს ის დარგია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეს არის მისი ღერძი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოში კულტურა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)