2018-10-23 11:40:19, 4177 ნახვა
მსოფლიო
ოდესაში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ოდესაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჭეიშვილი, ზედმეტსახელად "ჟორჟიკიჩი" დააკავა, - ამის შესახებ Vesti.com იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, „ჟორჟიკიჩი“ უკრაინაში დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის კოორდინირებისთვის უკანონოდ ჩავიდა.
უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ჭეიშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა მას 3 წლით აეკრძალა.
ავტორი: ,