19:34 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 17:57:04, 1705 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - არჩევნების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში გვეწვევიან

„დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებას.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი,  პარლამენტი არ უნდა  ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, ბიუროს ფორმატი მუდმივად წინასაარჩევნო ბატალიებისთვისაა გამოყენებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასწორია.

„არჩევნები რომ დასრულდება, ჯობია, რომ სხვა რეჟიმში გავაგრძელოთ ბიუროში მუშაობა, იმიტომ, რომ ბიუროს ფუნქცია არის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა-გადაწყვეტა. ვიყენებთ მუდმივად ბიუროს ფორმატს წინასაარჩევნო ბატალიებისთვის და მგონი არასწორი ფორმატია.

დასრულდება საარჩევნო პროცესი და ყველა საკითხს მივხედავთ, საგამოძიებო კომისიით დაწყებული და სხვა გამოძიებებით დამთავრებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics