|
2018-10-22 16:16:51, 1823 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი ბაქრაძეზე: სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ზურაბიშვილის წიგნის ფრაგმენტებს იყენებს. ზურაბიშვილმა ბაქრაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს. „სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. მე ის მიკვირს, რომ მთავრდება ახლა საარჩევნო კამპანია და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მეტი სალაპარაკო თემა არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, მთავარი სალაპარაკო თემა მე ვარ. მე მგონი, ამ არჩევნებში საზოგადოება საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ელოდება იმას, თუ ვინ რას პირდება მომავლისთვის, მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს და ვეუბნები ყველგან. დროა, რომ ყველამ გასცეს პასუხი ამ მთავარ კითხვას. თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საჭიროა ჩემი არგუმენტები, ცალკე ბრიფინგს მოვაწყობ ამ საკითხზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)