19:33 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 14:28:51, 1377 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაცვლად, ენმ და მათი კანდიდატი ტალახს „ევროპული საქართველოსკენ“ ისვრის

ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ტალახს „ევროპული საქართველოსკენ“ ისვრის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ენმ-მ ევროპის სახალხო პარტიასთან ხელმოწერილი მემორანდუმი პირველსავე დღეს დაარღვია.

„სამწუხაროდ მათ უბრალოდ სტრატეგია ქონდათ ოპოზიციური ძალის, ევროპული საქართველოს დაზიანების და დასუსტების და გვებრძოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულიყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე.  ეს არ არის ახალი, ეს მათი სტილია, განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ მათი ქმედებებით, როგორც ოპოზიციასთან ბრძოლით, ასევე მათი აგრესიული გამოსვლებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ვხედავთ ჩვენ პოპულიზმს და ასეთ აგრესიულ გამოსვლებს სატელევიზიოს - ეს არის პირდაპირ ხელშეწყობა ქართული ოცნების და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების. ეს არის ის პასუხისმგებლობა რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობას არ ესმის და თავისი გამოჩენით, არსებობით, აგრესიულობით და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს ქართულ ოცნებას. ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ გვაკლდება მათი თავდასხმებისგან, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ ქათულ ოცნებას და აზარალებენ ამით ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, კარგად დაფიქრდნენ პასუხისმგებლობაზე მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს მოგონილი არეულობის და შიშების დასანერგად და ამაში ყველაზე კარგად სასარგებლო საფრთხობელას როლში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გვხვდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics