05:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 12:10:50, 1713 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - წლის ბოლოს დასრულდება კვლევა და გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში

წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სატრანსპორტო მასტერპლანი და გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კვლევა თითქმის დასრულებულია.

„პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD-ისგან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც დაიწყო იანვარში და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია და რომლითაც ჩვენ შევძლებთ, სწორად გადავანაწილოთ სატრანსპორტო ხაზები, სწორად დავუკავშიროთ ერთმანეთს ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა იქნება დასრულებული. 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია ეს კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის უნდა გაკეთდეს სწრაფი გადაადგილების ზოლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics