|
2018-10-20 13:45:06, 1421 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად არსებული სიძულვილის ენისა
"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)