05:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 13:39:49, 1398 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - დაცვის სამსახური დედაენის ბაღში კანაფის ფესტივალისთვის საჭირო აპარატურის შეტანის საშუალებას არ გვაძლევს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაცვის სამსახური დედანის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალისთვის“ საჭირო აპარატურის  შეტანის საშუალებას არ აძლევთ.

ჯაფარიძის თქმით, დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მას შესაბამისი ნებართვა უნდა ჰქონდეს.

საპრეზიდენტო კანდიდატმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძე მიმართა და მოუწოდა, ტერიტორიაზე აპარატურის შეტანის საშუალება მისცეს.

„აქ არის დაცვის სამსახური, რომელიც გვეუბნება, რომ არ შემოგვატანინებს დედაენის ბაღში შესაბამის მუსიკალურ აპარატურას. ასევე გვეუბნებიან, რომ სპეციალური ნებართვა გვჭირდება იმისათვის, რომ აქ შემოვიდნენ ხალხი, რომელმაც ფესტივალში უნდა მიიღონ მონაწილეობა. გვეუბნებიან, რომ ფესტივალის ჩატარების საშუალებას არ მოგვცემენ, იმიტომ რომ რაღაც ნებართვა არ გაქვთ აღებულიო. მინდა მივმართო თბილისის მერს, კახა კალაძეს, არანაირი ნებართვა არ გვჭირდება იმისთვის, რომ სადმე შევიკრიბოთ. არ ვაპირებთ არც გზების გადაკეტვას, არც ძალადობას, არც წინააღმდეგობას ვუწვთ ვინმეს. ჩვენ გვინდა ნორმალურად ჩავატაროთ ეს ფესტივალი. ორი კვირაა საჯაროდ ვსაუბრობ ამაზე და წესით გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ აქ დღეს შეკრებას ვაპირებდით. იქნება ვინმემ დაურეკოს ამ ხალხს და აუხსნას, რომ დღეს აქ ფესტივალი ჩატარდება ნებისმიერ შემთხვევაში. ჯობია ჩავატაროთ წყნარად და მშვიდად, თორემ ამ აპარატურას გავშლით ნებისმიერ ადგილზე, სადაც ხელი მიგვიწვდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics