|
2018-10-19 16:43:51, 916 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს
„კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)