02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 14:05:11, 1700 ნახვა

სამართალი
„სახელმწიფო ვართ ჩვენ“ - სააკაშვილის დავალებით კუდ-ი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა​ [ვიდეო]

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. 

კერძოდ, ჩანაწერში ისმის, რომ დგებუაძე დაცვის თანამშრომელს ეუბნება, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი. დგებუაძე ინტერესდება როგორია ბიზნესმენის დაცვის სისტემა და ვინ არიან მისი მზარეულები. სანაცვლოდ ის დაცვის თანამშრომელს მაღალი ანაზღაურების მქონე სამსახურს სთავაზობს, რადგან მალე უმუშევარი დარჩება. 

"დახმარება მჭირდება რა... შიგნიდან. გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე რა. ოღონდ კაროჩე შენ უნდა, შენ იცი რა და ჩაიკალი თავში ეგა, თორე დაკარგავ თავს ჩემთან ერთად რა კაროჩე რა. მეც დამაკარგვინებ თავს და შენც რა. ამიტომ მაქ ჩათვალე, რომ ეგ სამსახური შენ გაქ დროებით რა ეხლა რა. ცოტა ხანში აღარ გექნება უკვე. სამსახურზე მე ვიზრუნებ შენზე, რო კაი ხელფასიანი სამსახური და ხოშიან ადგილზე იქნები ისეთზე, რო კაროჩე კმაყოფილი იქნები რა. პროსტო მთავარი ის არი, შენ რას შეძლებ რა, აი რას შეძლებ შიგნით, რა ინფორმაციის გამოტანას, ან რის გაკეთებას. პირველ რიგში მაინტერესებს პოვრები, მაგისი რა ვინ არიან პოვრები და დაცვის სისტემა მთლიანად. მერე შეგხვდები რა", - მიმართავს "მასტერა" დაცვის თანამშრომელს.

ჩანაწერში დგებუაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე ბადრი პატარკაციშვილს ეხება და დაცვის თანამშრომელს პირობას აძლევს, რომ მისი მონაწილეობა ამ საქმეში არ დადასტურდება. 

"ბადრისთან დაკავშირებით რა. მაგრამ ჩასატარებელია, ეხლა ვინ იქნება იქ, პროსტა მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა რა, ჩათვალე, რო აი ამ სა., ეს საქმე მაინც გაკეთდება რა, ასე იქნება, თუ ისე იქნება, გაკეთდება. რა საქმეზეც არი საუბარი, ეხლა არ აქ მნიშვნელობა და შენ მონაწილეობით, ჩათვალე მომავალს იწყობ, მაგის პირობას, ას პროცენტიან გარანტიას გაძლევ ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაროჩე კაცი. თან შენგან არაფერი არ იქნება ბევრი საჭირო რა, ელემენტარული ინფორმაცია, რაც ხდება შიგნით რა, მეტი არაფერი. ეხლა თუ შენ ვთქვათ, სახლთან ახლოს ხარ, ხო? მე მაინტერესებს, აი მე რაც გითხარი, რა, კაროჩე, პოვრები მაგისი, განლაგება დაცვის, კამერები სათვალთვალო, სად აყენია, ყველაფერი კაროჩე და შესვლა როგორ შეიძლება შიგინით რა. აი ეს ყველაფერი რა, იმაში, ოქროყანაში, ოღონდ დეტალურად რა ეს ყველაფერი, აი შენ რო მოინდომო, შეხვიდე, როგორ შეხვალ შიგნით", - მიმართავს დგებუაძე. 

დაცვის თანამშრომლის კითხვაზე - საქმე რომ „გასკდეს“, დგებუაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე სახელმწიფო დონეზეა მოგვარებული. 

"რა საქმე უნდა გასკდეს ბიჭო, (იცინის) სახელმწიფო ვართ ჩვენ, ჩვენა ვინ ვართ? შენ ახლა დაჩაგრული ხარ ტო, შენ პროსტა ისა გაქ, რო ბადრის დაცვაში, ვინ ჩემი ყ..ა ბადრი ბიჭო, მაგის დედას შ... მე ტო, სახელმწიფო ვინ არი? ჩვენ ვართ ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენ პროკურატურა.პრეზიდენტი, ხელისუფლება, ჩვენ ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ეხლა და იმას და იმისგან კი არ გელაპარაკები ტო, ვიღაცისგან, ... (სახელი) ეს სერიოზული საქმეა რა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ეგ გადაწყვეტილება შესრულდება როცა იქნება, როგორც იქნება, ნუ სხვადასხვა ფორმით რა.  ვინ არი ბიჭო თქვენი სამსახური? ეხლავე ავალ და დედას მო.... ყველას იქა ტო. გამოვიყვან დავაყენებ, პლაცსზე ვარბენინებ ტო. შენ ვინ გგონია ბიჭო თქვენი სამსახური ტო? ვინ არი თქვენი სამსახური ტო? ეს რუსები იყვნენ და სანამ ეს აქ ის შტაბი ქონდათ, მანამდე კიდე რაღაცას წარმოადგენდნენ და ეხა ვინ ჩემი ყ... არიან, ჩვენი დაცვის პოლიციელები არიან, ვინ არიან სხვა? ვინ თქვენი სამსახური ტო? მინისტრი და იმას რა ქვია, პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ბიჭო ვინმე? რას ამბობ ტო? გადაირიე ...... ვაა, ეგრე არ შეიძლება რაა, ნუ მანერვიულებ ხოლმე რა, მე კიდე ნერვიულობა მინდა? ტვინის შერყევა მაქ ვინა ბიჭო, ვინაო ჩვენა ვართ ეხლა ამ ქვეყანაში და თუ მოვიდა ეგ დედა მო...., მერე არ ვიცი ძმაო და მანამდე, ყლ... ვერ მოგჭამს ვერავინ. მე მაგას გავაკეთებ ....(სახელი) რა. აი მე პროსტა ჩამოგითვალე რა, შეიძლება დამჭირდეს რა, პოვრების გაგება, სიგნალიზაციის შიტები სად აყენია, დაცვის განლაგება, პულტები სად აყენია, როგორ შეიძლება შეღწევა", - ამბობს "მასტერა". 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics