|
2018-10-17 12:35:48, 1193 ნახვა
სამართალი
ეკა გიგაური მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ეკა გიგაურისთვის მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ეხმიანება. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს კონკრეტული მოქალაქის მხრიდან ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მისამართით გამოიგზავნა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა. მათივე ცნობით, ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად" მოიხსენია. „მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს. რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს. ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება ჭირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით. იმედი გვაქვს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაცულად საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს განცხადებაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)