|
2018-10-17 10:55:44, 2851 ნახვა
მსოფლიო
კანადაში მარიხუანის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა
კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეიდან კანადის ყველა მოქალაქეს, რომელმაც 18 წელს მიაღწია, უფლება აქვს მარიხუანა შეიძინოს, გაყიდოს, შეინახოს და სახლში მოიყვანოს. ამავე კანონის თანახმად, მარიხუანის შენახვა შეზღუდული რაოდენობით უნდა მოხდეს. კერძოდ, ლეგალურად ითვლება 30 გრამამდე მარიხუანის შენახვა და მაქსიმუმ 4 მცენარის მოყვანა. მედიის ცნობით, კანონპროექტის მიღებას მხარი 52 სენატორმა დაუჭირა, 29 კი, წინააღმდეგი იყო. ახალი კანონით, კანადაში მარიხუანის გაყიდვა დაიწყება გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რომელიც 8-დან 12 კვირამდე გასტანს. დაპირება კანადელებს 2015 წელს, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს პარტიამ არჩევნებში გამარჯვებისას მისცა. ტრუდო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მარიხუანის წარმოებისა და მოხმარების უკეთ კონტროლში დაეხმარება. კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პოლიცია არ არის მზად, იმისთვის რომ, მომრავლებული ნარკომომხმარებლები შეაკავოს. მათივე მტკიცებით, ახალი ვითარება შავ ბაზარს გაუტოლდება. სტატისტიკის თანახმად, კანადაში მარიხუანის მომხმარებლების ყველაზე დიდი რაოდენობაა. 2017 წელს კანადელმა ახალგაზრდებმა ნარკოტიკებში 4.6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. კანადაში მარიხუანის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, 2001 წელს კი, მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენება ლეგალური გახდა. ურუგვაიში კანაფის სრული მოხმარება 2013 წელს დაკანონდა. ცნობისთვის, მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება აშშ-ის ბევრ შტატში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში ლეგალურია.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)