|
2018-10-14 22:13:26, 3653 ნახვა
სამართალი
რუსთავი2-ის ექსკლუზივი: სკანდალური ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე და მირზა სუბელიანი, რომლის დაკავებასაც მოკლული დავით სარალიძის მამა თვეები ითხოვდა - სკანდალური ჩანაწერებიდან, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც მირზა სუბელიანია დაპატიმრებული, ირკვევა რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მოზარდების მკვლელობის საქმე და რატომ არ არის გამოვლენილი და დასჯილი დათო სარალიძის მკვლელი. ასევე, რა როლს ასრულებს დანაშაულის დაფარვაში მირზა სუბელიანი და რა გარიგება შედგა მასსა და ხელისუფლებას შორის, რის სანაცვლოდ ჩაჯდა ის ციხეში? ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. რაც მთავარია, სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. ჩანაწერის ქრონომეტრაჟის სიდიდიდან გამომდინარე P.S. საზოგადოებას ძირითად ფრაგმენტებს სთავაზობს. პირველ რიგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტს, სადაც მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული - სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე და აქ აშკარაა, რომ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა “დაალაგა.” სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებებიც და თუ მოინდომებს, შეუძლია “ქართული ოცნების” მმართველობას წერტილი დაუსვას. ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილზე ბევრად უფრო მეტი კომპრომატი აქვს შემონახული. აქედან ჩანს, რომ ჩანაწერი სულ ახალია და სუბელიანმა კარგად იცის “ომეგას საქმესთან” დაკავშირებული სკანდალის შესახებ. მირზა სუბელიანი : “შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არ ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ. "მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო.” ჩანაწერში ნახსენები იყო ხარძიანის საქმე ეს არის უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მომხდარი შეკვეთილი მკვლელობა და გაურკვეველია, რას გულისხმობს სუბელიანი. რატომ ახსენებს, საერთოდ ამ საქმეს, რა ფორმით არის აქ ჩარეული ხელისუფლება? "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ციხეში გამართული შეხვედრის მიზეზი, საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო მირზა სუბელიანია, რომელიც სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას. მირზა სუბელიანის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა. ამ საკითხს ჩანაწერში ძალიან დიდხანს და ბევრჯერ განიხილავენ. მირზა სუბელიანი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მოხერხდა საქმის ისე დალაგება, რომ მას და შაყულაშვილს ერთნაირი ჩვენებები მიეცათ. ამიტომაც მოიხსენიებს მომდევნო ფრაგმენტში გაბრაზებული სუბელიანი შაყულაშვილს საგინებელი სიტყვებით. შემდეგ ის უკვე ახსენებს იმ მეთოდებსაც, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის "შემადგენლობასთან" ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს. ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა. ამავე ფრაგმენტში ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა. ისევ ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე. და ისევ ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. მირზა სუბელიანი: “იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში. მ - ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი. მირზა სუბელიანს, კონკრეტულად, მიხეილ შაყულაშვილის წინააღმდეგაც აქვს კომპრომატები შენახული პროკურორის მესიჯები და მიმოწერა, რომლებიც გერმანიაში აქვს გადამალული. “ვ - მე ვუთხარი 192 მესიჯი აქვს შაყულაშვილთქო. გადაზღვეული აქ გერმანიაშითქო. მომდევნო ფრაგმენტებში ჩანს, რომ მირზა სუბელიანი წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში. ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი. სუბელიანი იმასაც კი ამბობს, რომ თუ საჭიროა, პირობითს იყიდის. ის ისევ სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები. “მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა. "რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი. ვ-ესენი არჩევნების პერიოდია; რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო. ამ ფრაგმენტის ბოლოს სუბელიანი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს, რომელიც პროკურატურას მართავს. საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება. “კაკავამ იცის მარა იმათ არ იციან, შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რო წავიდნენ. "იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო.” მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისულფების წარმომადგენლებმა მას დახმარება და ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. თავად სუბელიანიც საუბრის დროს მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს "სახელმწიფოსთვის" აკეთებს. მომდევნო ფრაგმენტში საუბარია ერთ ფაქტზეც, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა ხორავას ინციდენტში მონაწილე ბავშვები გაიტაცეს და სცემეს, ალბათ, მათგან ინფორმაციის მისაღებად. მირზა სუბელიანი ერთ-ერთ მომენტში ამბობს, რომ მას ე.წ. “ავტომატჩიკები” არ აკლია და სხვა რამის კადრება შეუძლია. ანუ ის თავისი შეიარაღებული ხალხით იმუქრება. „ის მ..ნერი მე გავწმინდე და იცოდა იმ ჩვენმა ძმამ რო ამ მ..ნერის გამო მე რა მომივიდოდა, მე ვუთხარი პრიკუპში მე მომაყოლებენ და დედას მომ..ნავენ, მომ..ნეს კიდეც, რატო ვზივარ? იმიტო ვზივარ რო... იცი რატომაც. იქ უნდოდათ გასვლა ამ დედა მო..ულებს, კაი, პირველი დარტყმა ავიტანე, პირველ დღეს ჩვენ ძმასთან რო მივედი, ჩვენი ძმა რო მივიდა, მე არ დავიწყე, შაყულაშვილი... მთელი კარტბლანში ვინ დაუდო თქვი ძმაო, აქ არიან, ჯანაშია აქ არის, ჩემი ქვისლი აქ არის, ბავშვები იქ არიან, სასწრაფოდ ოპერატიული ჯგუფი გავუშვი, ყ..ეზე დაიკიდეს ძმაო. მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავმეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. კაცურად მითხარი, ზეწოლა იყო შენზე და ხან ვის გიგზავნიდნენ და ხან ვის, რამდენჯერ გადაგიხვევია როდისმე? შენ წახვიდოდი ამ ნაბიჯზე? კაცურად მითხარი. არ წახვიდოდი, იმიტო რო პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ მე ძმაო პაგონები მაქ და ღირსება მაქ, წავედი ამაზე, რაზეა ლაპარაკი, უნდა სახელმწიფოს? ენაცვალოს ჩემი თავი და პატიმარ კაცს კიდე, ციხეში ვზივარ. და თავებს მიმარხავენ, მოდი შაყულა გადავარჩინოთ, იქ პეტრე გადავარჩინოთ. ეგრე არ გამოდის. თუ გგონია ჩვენ გიოზე უკეთესად ვიჯდე ძმაო ბოზიშვილი ვიყო, არ ვზივარ ძმაო. მაგათმა იციან რო მე ღირსება მაქ და იციან რო არც პრესაში წავალ და არც არსად, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ასე მოქცევა ბიჭო, რა დავაშავე მითხარი ძმაო, რა შექმენით, რა შექმენით მითხარი, მითხარი ძმობას გაფიცებ, შენ გგონია ეს საქმე ესე ჩაივლის? შენ გგონია ეს საქმე არ აფეთქდება.” მირზა სუბელიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილებით დათანხმდა ციხეში ჩაჯდომას, თორემ მას რომ ეს არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა იმ 50 კაცის შიშით, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.
რატომ დაჭირდა ხელისუფლებას მირზა სუბელიანის დახმარება? ან ვისი დანაშაულის დასაფარად ჩაჯდა სუბელიანი ციხეში? ერთი მიზეზი აქამდეც ცნობილი იყო – მისი შვილი, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტის მთავარი საბაბი და ორგანიზატორი იყო და სუბელიანის ცოლის დისშვილი, მიხეილ კალანდია. მაგრამ, როგორც ჩანს დასამალი ბევრად უფრო მეტი იყო, დიდი ალბათობით, სისტემური დანაშაული. სუბელიანმა სხვებსაც დააფარა ხელი: ის ორ ასეთ პირზე ლაპარაკობს: “ვისაც ხელი დავაფარე ისინი ორივე მაგრად არიან, ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია. "კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს. ამათ იცი რისი ეშინიათ რო, ამის თემა, კაკავას... ამის თემა დახურონ რო მერე სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.” ვინ არის ის ორი პირი, ვისაც სუბელიანმა ხელი დააფარა? არის თუ არა ერთ-ერთი მათგანი პროკურორი მიშა შაყულაშვილი? და რას გულისხმობს კაკავას თემაში, რომლის “ამოქექვისაც” თურმე ხელისუფლებას ეშინია? მირზა სუბელიანი ეუბნება ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მან ძალიან ცუდ საქმეს მოჰკიდა ხელი, როდესაც ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ თავიდან პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოზარ სუბარიც, რომელიც საქმეს ნელ-ნელა ჩამოცილდა. შემდეგ ახსენებს სოზარ სუბარის ყოფილ მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმასაც თავის დროზე სუბელიანი დახმარებია.
წყარო: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)