|
2018-10-11 13:00:19, 1137 ნახვა
სამართალი
საია - პოლიციელთა მხრიდან ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციელთა მხრიდან ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე დღემდე ბრალდებულად არავინაა ცნობილი. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს პოლიციელთა მიმართ ბრალის წასაყენებლად, თუმცა საია-ს ცნობით, მთავარი პროკურატურა კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არ ახორციელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვაკე -საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, პოლიციელები მისგან იმ დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ, რომელიც მას არ ჩაუდენია, პარალელურად ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პოლიციელებმა ირაკლი ხოფერია მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც პირდაპირ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, გამოძიების მიერ უტყუარადაა დადგენილი: ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები სწორედ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში, პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო; ირაკლი ხოფერიას სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით; პოლიციის იმ თანამშრომელთა ვინაობა, რომელთა მხრიდანაც ირაკლი ხოფერია დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული დასტურდება გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ამოცნობის ოქმისა და სხვა მტკიცებულებებით. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მხრიდან გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების მიცემისა და მათი მხრიდან მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტი. აღნიშნული 2017 წლის 16 თებერვლით დათარიღებული ირაკლი ხოფერიას გამოკითხვის ოქმის შედგენის დროისა და კომპიუტერული მონაცემების შედეგების შედარებით დასტურდება. გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს პოლიციელთა მიმართ ბრალის წასაყენებლად. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღემდე არ ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას შესაბამისი პირების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი ხოფერიას მიმართ ჩადენილი წამებისა და სხვა დანაშაულების ფაქტებზე“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)